გერმანიაში 23 წლის ქართველი ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე დაიღუპა. rროგორც სოციალურ ქსელში მისი ახლობლები წერენ, მამულაშვილი მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა, რა დროსაც ტბაზე გადაწყვიტეს წასვლა. სწორედ იქ მოხდა ტრაგედია - ახალგაზრდა მამაკაცი ტბაში დაიხრჩო.

23 წლის ახალგაზრდა დაბადების დღის წინა დღეს მეგობრებთან ერთად მიუნხენის მახლობლად მდებარე საკურორტო ქალაქში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, მეგობრებთან ერთად ნავით ტბაში შესვლის შემდეგ ბესო მამულაშვილი ყინულივით ცივ წყალში გადახტა. ჩახტომისთანავე შეუძლოდ გახდა, მიუხედავად მცდელობისა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სააგენტო “მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, ბესო მამულაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმიდან იყო.
ტრაგედია 26 ივნისს მოხდა.
ახლობლების თქმით, ორი კვირის წინ, ბესო ძმასთან ერთად საქართველოში, მშობლიურ სოფელში იყო ჩამოსული. ახლობლებს უზიარებდა სამომავლო გეგმებს, რომ მალე სამუდამოდ დაბრუნდებოდა და სახლის შეძენას აპირებდა,
ამ დროისთვის ოჯახი დაღუპული ახალგაზრდის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებს აგვარებს.