ავტორი:

დააკავეს პირი, რომელიც პოლიციელებს ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მათი ავტომობილი დააზიანა - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს

დააკავეს პირი, რომელიც პოლიციელებს ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მათი ავტომობილი დააზიანა - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა.

“სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.