დღეს ევროპის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავიდა. პარალელურად, საფრანგეთი აცხადებს რომ რეკორდულ სიცხის ტალღას 1000-ზე მეტი ადამიანის სიცხოცხლე ემსხვერპლა და მომდევნო დღეებში ამ რიცხვის ზრდას ელიან.
საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის უმეტესობა ხანდაზმულებს ეხებოდა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

"ამჟამად 150 მილიონი ადამიანი უკიდურესი სიცხის პირობებში ცხოვრობს, ასობით ადამიანი გარდაიცვალა, სკოლები დაკეტილია, ელექტროქსელები კი ნადგურდება",- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელში.
"კლიმატის ცვლილებითა და გლობალური დათბობით გამოწვეული "თაობაში ერთხელ" მომხდარი სიცხის ფენომენი თითქმის ყოველწლიურად ხდება. ჩვენ გაფრთხილებულები ვიყავით", - წერს ის და დასძენს, რომ ევროპის სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები არასაკმარისად იყვნენ აღჭურვილნი უკიდურესი სიცხისთვის.

მომდევნო ორი დღის ვადაში საფრანგეთისა და გერმანიის ზოგიერთ ადგილს შესაძლოა ჭექა-ქუხილი დაატყდეს თავს, ხოლო ამ კვირაში დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილში უფრო გრილი ამინდია მოსალოდნელი, რადგან სიცხის ტალღა ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში უფრო ღრმად გადაინაცვლებს, აცხადებენ მეტეოროლოგები.
წყარო: www.reuters.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა