ავტორი:

"ფრონტზე არსებული დინამიკა გვარწმუნებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწევთ" - პესკოვი

"ფრონტზე არსებული დინამიკა გვარწმუნებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწევთ" - პესკოვი

მოსკოვის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი და ის უცვლელი რჩება. ეს პოზიცია ორი წლის წინ ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას გამოხატა. ის კარგად არის ცნობილი კიევის რეჟიმისთვის, ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის და ძალიან თანმიმდევრულია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გადასცა თუ არა მოსკოვმა კიევს თავისი წინადადებები.

ამასთან, პესკოვის მტკიცებით, ფრონტზე არსებული დინამიკა რუსეთს არწმუნებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს.

„ეს დინამიკა ნამდვილად ძალიან მრავლისმთქმელია და, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის მტკიცე რწმენას, რომ ჩვენი მიზნები მიღწეული იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.