ავტორი:

“ნაციონალური მოძრაობის“ ადგილზე არ მექნებოდა ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე“ - ნიკა გვარამია

“ნაციონალური მოძრაობის“ ადგილზე არ მექნებოდა ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე“ - ნიკა გვარამია

“არავინ არის მოტივირებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს. თვითონაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით ამ ყველაფერს“, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „ალიანსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმაზე რეაგირება არ ექნება.

“მე არ ვიცი, “ანტიმიშური” კამპანია ვის აქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულა “ნაციონალური მოძრაობა”, სამწუხაროდ, არც მიხეილ სააკაშვილი ისე, რომ პარტია “ახალს” და მის ლიდერებს თავს არ დაესხან. პრაქტიკულად, დღეს არ ტოვებენ. ამის მიზანი არ ვიცი, მათ უნდა ჰკითხოთ.

ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, ვინაიდან არავის არაფერი ვათქმევინოთ. მე არ ვიცი, ვინ, რა დააზიანა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ადგილზე არ მექნებოდა ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე და როლზე კაცობრიობის ისტორიაში. ყველანი ვმუშაობთ და ვისაც შეუძლია მუშაობა, ჩვენთან ერთად იმუშაოს. არავინ არ არის მოტივირებული, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დააზიანოს, თვითონაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით ამ ყველაფერს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.