ავტორი:

ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზვიად კუპრავას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ, 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ბრალი სსსკ-ის 317-ე და 353-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.