ავტორი:

ისევ მესი, რონალდო, მოდრიჩი და სხვები... - მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ყველა რეკორდი

ისევ მესი, რონალდო, მოდრიჩი და სხვები... - მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ყველა რეკორდი

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რომელიც ბევრი საინტერესო რეკორდით აღინიშნა - ლიონელ მესის ბომბარდირული მიღწევით დაწყებული უსმან დემბელეს ყველაზე სწრაფი რეკორდით დამთავრებული...

  • ყველაზე მეტი გოლი

ლიონელ მესი მიროსლავ კლოზეს სამი გოლით ჩამორჩებოდა - 13 16-ის წინააღმდეგ. ჯერ გაუთანაბრდა გერმანელს, როცა ალჟირს ჰეთ-თრიკი გაუტანა, შემდეგ კი გაუსწრო ავსტრიასთან დუბლის წყალობით. ახლა, არგენტინელს 19 გოლი აქვს.

კლოზე ვერც მეორე ადგილს შეინარჩუნებს - მას უკვე დაეწია კილიან მბაპე.

  • გოლების ყველაზე გრძელი სერია

ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ შვიდ მატჩში გაიტანა გოლი, რაც აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. არგენტინელმა თავი გამოიჩინა წინა ტურნირის ბოლო ოთხ მატჩში და მიმდინარე ჩემპიონატის საწყის სამ შეხვედრაში.

და ამ სერიის გაგრძელების კარგი შანსი ექნება, რადგან პლეი ოფის პირველ რაუნდში არგენტინა კაბო ვერდეს ხვდება.

  • ყველაზე ასაკოვანი ასისტენტი

ლუკა მოდრიჩი ხორვატიისა და განას მატჩზე 40 წლისა და 291 დღის ასაკში გავიდა და 1:1-ზე საგოლე გადაცემა გაუკეთა ნიკოლა ვლაშიჩს.

ლეგენდარული ხორვატი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

  • სამწვრთნელო მოგებების რეკორდი

საფრანგეთის ნაკრებს 17 მოგება დაუგროვდა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით, რაც ახალი რეკორდია.

ფრანგმა სპეციალისტმა გაუსწრო ლეგენდარულ გერმანელ ჰელმუტ შიონს, რომელმაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს 16 მატჩი მოაგებინა. 14 მოგებით მესამე ადგილზეა ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარი.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.

  • საერთო შედეგიანობის რეკორდი

მესამე ტურის შუა ნაწილისთვის გატანილი იყო 177 გოლი - ხუთით მეტი, ვიდრე სარეკორდო 172 გოლი 2022 წლის სრული ჩემპიონატიდან.

ცხადი იყო, რომ 2026 წლის ჩემპიონატი სარეკორდო გახდებოდა მატჩების გაზრდილი რაოდენობის გამო. ასევე მაღალია გოლების საშუალო რაოდენობა: რეკორდის მომენტში 2.95-ს უდრიდა, ყატარში ეს მაჩვენებელი იყო 2,69.

  • დასწრების რეკორდი

გერმანიისა და ეკვადორის მატჩისას გამოაცხადეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს დაესწრო 3 605 357 მაყურებელი. წინა რეკორდი ასევე ეკუთვნოდა ჩრდილოამერიკულ ჩემპიონატს - 1994 წელს აშშ-ში, როცა ჯამში დაფიქსირდა 3 587 538 მაყურებელი.

მაშინ ეს რაოდენობა მივიდა 52 მატჩზე. ამჯერად, რეკორდი დამყარდა 55 მატჩის შემდეგ.

  • ყველაზე მეტი ტურნირი

ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და გილერმო ოჩოა მეექვსე ჩემპიონატზე მოხვდნენ - არ გამოუტოვებიათ ტურნირი 2006 წლის შემდეგ. მესიმ და რონალდომ ექვსივეში ითამაშეს, ოჩოამ - ოთხში (კიდევ ორში თადარიგში იყო).

2022 წლამდე იყო მხოლოდ სამი ფეხბურთელი ხუთი ჩემპიონატით: მექსიკელები ანტონიო კარბახალი და რაფაელ მარკესი, ასევე გერმანელი ლოთარ მათეუსი. ახლა ისინი სამჯერ მეტნი არიან. გააგრძელეთ კითხვა