გერმანიის ქალაქ შტადეში სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას გამოცემა Welt-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, სროლა ჰამბურგის დასავლელით მდებარე ქალაქ შტადეში, ახალგაზრდულ ცენტრში მოხდა.

პოლიციის წარმომადგენელმა მედიას დაუდასტურა, რომ გარდაცვლილები ზრდასრულები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის, დაკავებულია სროლაში ეჭვმიტანილი.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.