საქართველო კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო რაგბის ეპიცენტრი. ქვეყანა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც პლანეტის 16 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს.
მსოფლიო რაგბის გლობალურ კამპანიას, რომელიც გარემოზე ზრუნვასა და ეკოლოგიური კვალის შემცირებას ისახავს მიზნად, საქართველოს რაგბის კავშირი და კომპანია "ნამი 8" ერთიანი ძალებით შეუერთდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, "ნამი8"-მ თბილისისა და ქუთაისის სტადიონებზე, როგორც სათამაშო, ისე სავარჯიშო სივრცეებში, გასახდელებსა და სატრენაჟორო დარბაზებში, წყლის დისპენსერები განათავსა.
საქართველომ 2017 წელს უკვე დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია მსოფლიო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლობა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. წელს კი, "ნამი 8"-სთან პარტნიორობით, ჩვენი ქვეყანა არამხოლოდ სპორტული ორგანიზების ხარისხით, არამედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობითაც აწესებს ახალ სტანდარტს.
მოედანზე თუ მის მიღმა, წყალი სპორტსმენებისთვის მთავარი აუცილებლობაა. სწორედ ამიტომ, ნამი8 ზრუნავს როგორც ჩვენს მორაგბეებზე, ისე გარემოზე და მათ საუკეთესო, ეკომეგობრულ მხარდაჭერას უცხადებს.
(R)