ავტორი:

"მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო... დიდი შეცდომა დავუშვით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ან სხვა ვინმე არ გამოიძახეს, მაგრამ რაღაცები აურ-დაურიეს" - გიორგი გველესიანი

"მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო... დიდი შეცდომა დავუშვით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ან სხვა ვინმე არ გამოიძახეს, მაგრამ რაღაცები აურ-დაურიეს" - გიორგი გველესიანი

News Makers-ის Youtube არხზე გადაცემა "ყვითელი ბარათის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი იყო, რომელმაც ბევრ თემაზე და მათ შორის, საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ეროვნულ გუნდს 2026 წლის მუნდიალზე გასვლა შეეძლო, მაგრამ მან თავისი აზრით ამ წარუმატებლობის მიზეზი ახსნა.

"მსურდა ჩემი კარიერა მაჟორულ ნოტაზე დამესრულებინა, რადგან მჯეროდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო, თუმცა მე როგორც გიორგი გველესიანი, ნაკრებში გარკვეული მიზეზების გამო გამოძახებული აღარ ვიყავი.

შემდეგ კარიერაშიც ისე არ დამილაგდა ყველაფერი, როგორც მე მსურდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესია, რადგან როდესაც ნაკრების წევრი ხარ და თამაშობ, კლუბშიც სხვა ნოტაზე ხარ.

12-დღიანი ომი დაემთხვა, სანამ კონკრეტულ კლუბთან მოვაწერდი კონტრაქტზე ხელს და როდესაც უკვე ეს შემეძლო, სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილი იყო. შემდეგ მომიწია გუნდთან ჩემთვის ყველაზე არასახარბიელო შემოთავაზებაზე დათანხმება.

მარტივად, რომ ავხსნა, თუ ვინმეს ვუხდი X თანხას და სხვას ვუხდი ორჯერ ნაკლებს, ჩემთვის X თანხა უფრო პრიორიტეტულია. რა თქმა უნდა, ნაკრებს თავისი პრიორიტეტები გააჩნია და მწვრთნელი თავად წყვეტს ვინ გამოიძახოს.

ის ფორმა, რაც ჩემს არ გამოძახებას მოყვა, მატჩის წინ თუ მის შემდეგ, ჩემი გვარი რამდენჯერმე გაჟღერდა. პარადოქსულია ასაკზე საუბარი, მაგრამ 33 წლის ვიყავი როდესაც გამომიძახეს და ასევე 33 წლის ვიყავი, როდესაც აღარ დამიძახეს.

ეს პანაცეა, რომ გინდა თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა ვითამაშოთ, რამდენად სამართლიანია?! არის თუ არა 33 წლის ფეხბურთელი ხანდაზმული?! გააჩნია მეტაბოლიზმს, რა წონაა და ა.შ. ბევრი დეტალია.

ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა მაქვს 9 წელია და მას მუდმივად ვმკურნალობ. ეს ჯაფა რაც ამ დროის განმავლობაში მაქვს ჩაყრილი, ფიზიკური მომზადებისა და მზადყოფნისთვის, მინდორზე გასვლისთვის კილოგრამებით ტკივილგამაყუჩებლები მაქვს მიღებული, ცოტა მენანება.

ეს ყოველივე გარკვეულწილად გულდასაწყვეტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწორო. მინდოდა ბოლომდე მებრძოლა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო.

დიდი შეცდომა დავუშვით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ან სხვა ვინმე არ გამოიძახეს, მაგრამ რაღაცები აურ-დაურიეს, რისი უფლებაც არ გვქონდა. ფეხბურთში ყველაფრის მიწერება გამართლებაზე არ შეგვიძლია. წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, დავიმსახურეთ, მაგრამ წარმატებას შესაძლოა მოჰყვებოდეს კრიზისი და ზოგჯერ ასეც ხდება". გააგრძელეთ კითხვა