ავტორი:

უმძიმესი კადრები როდეოდან - გაშმაგებულმა ხარმა მხედარი ჯერ ჰაერში ააგდო, შემდეგ გადათელა

უმძიმესი კადრები როდეოდან - გაშმაგებულმა ხარმა მხედარი ჯერ ჰაერში ააგდო, შემდეგ გადათელა

ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ბრონქსში გამართულ როდეოზე გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს როგორ აგდებს გაშმაგებული ხარი მხედარს ძირს შეძრწუნებული მაყურებლის თვალწინ და შემდეგ ფეხებით თელავს.

გამოცემა “The Post“-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავის დარტყმის გამო გონება ჯერ კიდევ ხარის ზურგზე ყოფნისას დაკარგა, რის შემდეგაც რისკის მოყვარულ მხედარი ძლიერი ცხოველმა თოჯინასავით აქეთ-იქით ათამაშა.

ხარმა მხედარი ჯერ უკანა ფეხებით აისროლა ჰაერში შემდეგ ძირს დაანარცხა და მის გათელვას შეუდგა. ვიდეოს მიხედვით, მამაკაცს ფეხი უზანგში გაეჭედა, რის გამოც იგი ცხოველის წინაშე სრულიად დაუცველი აღმოჩნდა.

შეშინებული მაყურებლის ყვირილის ფონზე ორგანიზატორებიდან რამდენიმე ადამიანი მამაკაცის დასახმარებლად არენაზე შევარდა, თუმცა ხარი წრეზე ტრიალს და მსხვერპლის გათელვას მაინც აგრძელებდა.

საბოლოოდ, უგონო მდგომარეობაში მყოფი, დასისხლიანებული მამაკაცი მოედნიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს, პოლიციის განცხადებით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმედ არის ტრავმირებული.

წყარო