ავტორი:

მთავრობა კიდევ 164 ახალ ავტომობილს ყიდულობს - შესყიდვის ღირებულება 10 მილიონია

მთავრობა კიდევ 164 ახალ ავტომობილს ყიდულობს - შესყიდვის ღირებულება 10 მილიონია

საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს.

უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის პირობების მიხედვით, მთავრობა მსუბუქი, სრულად ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს.

ტექნიკური დავალების თანახმად, შესყიდვის ფარგლებში, ყველაზე მეტი - 85 ერთეული ავტომობილი შემოსავლების სამსახურისთვისაა განკუთვნილი, 29 ავტომობილი - თავდაცვის სამინისტროსთვის, 10 - სურსათის ეროვნულ სააგენტოსთვის, 10 კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის. გააგრძელეთ კითხვა