ავტორი:

"თანახმა ვართ ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში" - პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი

"თანახმა ვართ ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში" - პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი

სპეციალური პენიტენციური სამსახურმა "დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა.

შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.

“ჩვენ თანახმა ვართ მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში”, - აღნიშნა პატარიძემ.