ავტორი:

უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა: აშშ-ს პრეზიდენტს ე. ჯინ ქეროლისთვის სექსუალური შევიწროების გამო 5 მილიონის გადახდა მოუწევს

უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა: აშშ-ს პრეზიდენტს ე. ჯინ ქეროლისთვის სექსუალური შევიწროების გამო 5 მილიონის გადახდა მოუწევს

ორშაბათს, 29 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა პრეზიდენტ ტრამპის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე. საქმე შეეხება პირველად განაჩენს, რომლის მიხედვითაც ე. ჯინ ქეროლის სარჩელის საფუძველზე, ტრამპს სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების გამო პრესის ყოფილი მიმომხილველისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა .

მიმდინარე მოცემულობით, ტრამპს სხვა გზა აღარ აქვს დარჩენილი , გარდა იმისა, რომ 5 მილიონი დოლარი გადაუხადოს 82 წლის ქეროლს, რომელიც ამტკიცებს რომ 1990-იანი წლების შუა პერიოდში აშშ -ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მასზე “ბერგდორფ გუდმენის“ (Bergdorf Goodman) მაღაზიის გასახდელში სექსუალურად იძალადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება და პირობა დადო, რომ ქეროლის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. მათ შორის არსებული კიდევ ერთი, ცალკეული საქმე ამჟამად სასამართლო სისტემაში განიხილება.

“გასაკვირია, რომ უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა იმ ფიქციური საქმის გადახედვაზე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ აღძრა ქალმა, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ (ათწლეულების წინანდელი ცნობილი ფოტო, სადაც მის ქმართან ერთად ვდგავარ, არ ითვლება!) მე მთელი ჩემი ძალითა და ენერგიით გავაგრძელებ ბრძოლას ამ პოლიტიზებული საქმისა და სამართლებრივი დევნის წინააღმდეგ, ცილისწამების აბსურდული ბრალდების ჩათვლით. ეს საქმე რეალურად მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რასაც ის წარმოადგენს. მსგავსი რამ სხვა არცერთ პრეზიდენტს არ უნდა დაემართოს“, - დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.

თავის მხრივ ჟურნალ “Elle“ -ის ყოფილი ავტორი, ჯინ ქეროლი ამტკიცებდა, რომ ტრამპმა მას ცილი დასწამა, როდესაც მომხდარი უარყო და განაცხად რომ “ქალი მისი გემოვნების არ იყო“. ტრამპის თქმით ეს ისტორია ქეროლმა მხოლოდ თავისი წიგნის გაყიდვების რაოდენობის გასაზრდელად მოიგონა.

გარდა ამის ტრამპის მხრიდან ცილისწამების გამო ჯინ ქეროლს სასამართლოში მეორე სარჩელიც აქვს შეტანილი. პროცესი 2024 წლის იანვარში ნაფიცი მსაჯულების იმ გადაწყვეტილებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც ტრამპს “ზიანის ასანაზღაურებლად“ 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. განაჩენს აშშ-ს პრეზიდენტის ადვოკატები ამჟამად ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ასაჩივრებენ.

წყარო