ავტორი:

5 რეგიონი საქართველოში, სადაც ტყეს ყველაზე დიდი ფართობი უკავია

5 რეგიონი საქართველოში, სადაც ტყეს ყველაზე დიდი ფართობი უკავია

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს ტყის ფონდი ჯამში 3083 ათას ჰექტარს მოიცავს.

ეს ფართობი რეგიონებსა და სხვადასხვა უწყებებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

საქართველოში ტყის ყველაზე დიდი ფართობი აფხაზეთშია და იგი 423.3 ათას ჰექტარს შეადგენს.

  • შიდა ქართლი

მეორე ადგილზეა შიდა ქართლის რეგიონი, სადაც ტყის ფონდს 284.3 ათასი ჰექტარი უკავია.

  • კახეთი

მესამე პოზიციას კახეთი იკავებს. რეგიონის სატყეო რესურსი 283.9 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული.

  • იმერეთი

იმერეთის რეგიონი მეოთხე ადგილზეა 280 ათასი ჰექტარი ტყის ფონდით.

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი

ხუთეულს ასრულებს სამეგრელო-ზემო სვანეთი, რომლის ტყის ფონდის ფართობიც 270.8 ათას ჰექტარს შეადგენს. მას ძალიან მცირედით ჩამორჩება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი (268 ათასი ჰა).

  • ინფორმაცია მართვის შესახებ: დოკუმენტის მიხედვით, ამ ტერიტორიების უდიდეს ნაწილს (1921.4 ათასი ჰა) ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს, ხოლო დაცული ტერიტორიების ტყის ფონდი 588.7 ათას ჰექტარს შეადგენს. აჭარის სატყეო სააგენტოს მართვის ქვეშ კი 149.6 ათასი ჰექტარია. წყარო

იხილეთ ასევე: