MarneuliNews. ge-ს ცნობით, საქართველოს მოქალაქე პოლონეთში, ტბაში დაიხრჩო.
გამოცემის ცნობით, ის ბოლნისის მცხოვრები, 23 წლის ელვარ სარიევია, რომელიც პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
პოლონური წყაროების ინფორმაციით, სოფელ ბჟუზესთან მდებარე, ბჟუზეს ტბაზე, 28 ივნისს, საღამოს 19:12 საათზე, თვითმხილველებმა შეამჩნიეს მამაკაცი, რომელიც წყალქვეშ გაუჩინარდა. ადგილზე ვლოცლავეკის სპეციალური მყვინთავთა ჯგუფი მუშაობდა, მათ წყლიდან ცხედრის ამოყვანა მოახერხეს. პოლიცია დაღუპულის ვინაობას ოფიციალურად არ ასაჯაროებს, თუმცა, დიდი ალბათობით, გარდაცვლილი სწორედ საქართველოს მოქალაქეა.