ავტორი:

"ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში" - ზელენსკის განცხადება

"ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში" - ზელენსკის განცხადება

უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებზე ისეთ რეაგირებას, რომელიც შეასუსტებს რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა.

  • მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში სამოქალაქო ობიექტებსა და ტრანსპორტზე ნადირობა მოაწყვეს, უპილოტო საფრენი აპარატებებით თავდასხმით. ამასთან, ზელენსკის თქმით, დნიპროს სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმა „სასტიკი და სრულიად უაზრო“ იყო.

„რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა თავდასხმას და ამას გავაკეთებთ ისე, რომ პირველ რიგში დაზარალდეს რუსული სახელმწიფო სისტემა და რუსეთის უნარი გააჭიანუროს ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთში ბენზინის დეფიციტი ომის და უკრაინის მიერ განხორციელებული შორი მანძილის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი შედეგია.

„ჩვენ ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში და მაქსიმალურად ვართულებთ ჩვენი მიწის ოკუპაციის გაგრძელებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.