პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის - იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის გასვლას.
„ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდით ედგა ჩვენს ქვეყანას. ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში. პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვისა, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება“,- განაცხადა კობახიძემ.
ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”,- წერს ფიშერი X-ზე.
ამასთან, ის რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won't Stand Down“ („უკან არ დავიხევთ").
წაიკითხეთ ასევე: