ავტორი:

"პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000-ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე... სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, ჯამში 710 000 ლარის ოდენობის" - ნიკა სიმონიშვილი

"პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000-ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე... სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, ჯამში 710 000 ლარის ოდენობის" - ნიკა სიმონიშვილი

პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000-ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე, 255 000 ლარის ჯამში, - ამის შესახებ იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა შედგენილი, ჯამში, 710 000 ლარის ოდენობით.

„ეს ჯარიმები 2-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდშია შედგენილი და პაატას დაკავების შემდეგ კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით მათ ჩაბარებას. შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე საპატრულო პოლიციის შედგენილი 90 ჯარიმა გვქონდა ჩაბარებული და სასამართლოს ერთი დადგენილება. ამას ახალი 51 ჯარიმა დაემატა და გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, 710 000 ლარის ოდენობით ჯამში. ყველა მათგანი გასაჩივრებულია, თვითონ პაატა კი მხნედ გრძნობს კვლავაც თავს და არც ეს ჯარიმები აშინებს“,- წერს ნიკა სიმონიშვილი „ფეისბუქზე“.