სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა თბილისში გახმაურებული ხანძრის შედეგად დაზიანებული ავეჯის მაღაზია კომფორტერის აღსადგენად. ხანძარი მიმდინარე წლის აპრილში, ალ.ყაზბეგის გამზრიზე მდებარე კომფორტერის შოურუმს გაუჩნდა. მასშტაბური ხანძრის და დაკვამლიანების შედეგად მაღაზიის 2000 კვ.მ-მდე ფართი დაზიანდა.
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა, ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა. კომფორტერი ქონების დაზღვევის პროდუქტით სარგებლობდა, რომელიც მარაგებისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგა და მაღაზია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორ კომპანიას გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის აუცილებლობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან მოსალოდნელი რისკების მართვისა და მასშტაბური ზიანის შედეგების აღმოხვრისთვის, დაზღვევა საუკეთესო მექანიზმია. კომფორტერი უკვე 8 წელია ჩვენი მომხმარებელია და მოხარული ვართ, რომ პარტნიორობას ურთიერთნდობით ვაგრძელებთ,” - აცხადებენ ალდაგში;
კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს 32%-იანი ბაზრის წილით. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.
R