გამორჩეული მომენტების გაზიარება და ექსკლუზიური გამოცდილებების შექმნა თიბისი კონცეპტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - სწორედ ამ იდეის გარშემო, 18 ივნისს, თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ორგანიზებით, პატარებისთვის ემოციური საღამო მოეწყო - სპეციალურად Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature ბარათის მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის Disney-სა და Pixar-ის „სათამაშოების ისტორია 5“-ის ექსკლუზიური კინოჩვენება გაიმართა.
სტუმრებმა საყვარელი პერსონაჟების ახალი თავგადასავლები მყუდრო და განსაკუთრებულ გარემოში იხილეს. კინოჩვენების მონაწილეებს Pixar-ის ოფიციალური საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები დახვდათ, რამაც საღამო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.
პირველი სამოგზაურო ბარათი საქართველოში - პრემიალური სამოგზაურო გამოცდილებისთვის
ექსკლუზიურ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა დამატებითი ბენეფიტია იმ ძირითადი უპირატესობების გვერდით, რომლებსაც სამოგზაურო ბარათი აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათი თიბისი კონცეპტმა და Visa-მ, პირველად საქართველოში,Turkish Airlines-თან კოლაბორაციით წარადგინეს, რათა მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გამხდარიყო.
ბარათის ძირითადი უპირატესობები:
განსაკუთრებული შანსი სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის
კინოჩვენების საღამო სტუმრებისთვის კიდევ ერთი სიახლით აღმოჩნდა საინტერესო. ღონისძიების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ თიბისი კონცეპტი და Visa სამოგზაურო ბარათის მფლობელთათვის სულ მალე ახალ, განსაკუთრებულ კამპანიას წარადგენენ.
ამ კამპანიის ფარგლებში ერთ იღბლიან მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ოჯახთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემგზავროს და ყველასთვის საყვარელი პარიზის Disneyland-ი მოინახულოს.
დამატებითი დეტალები ამ შესაძლებლობის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მანამდე კი შეუკვეთეთ თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათი თქვენი პირადი ბანკირის დახმარებით, ჩაერთეთ მომავალ კამპანიაში და მიიღეთ ოჯახთან ერთად Disneyland-ში გამგზავრების შანსი.
R