ზაფხულის დღეებისთვის მზადება „ჩემმა მარაგმა“ უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში სიცხეები ჩვეულზე გვიან დადგა, წინ კიდევ ბევრი დღეა მდიდარი მოგზაურობით, პიკნიკებით, ოჯახური შეხვედრებითა და დასვენებით. სწორედ ამიტომ, ზაფხულის დღეები ყოველთვის განსაკუთრებულ მზადებას მოითხოვს, საზაფხულო მარაგების წინასწარ მომზადება კი ურიგო არასდროს არ არის.
„ჩემი მარაგი“ მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანსა და სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ზაფხულს განსაკუთრებით უხდება და სეზონის განწყობასაც ქმნის: ხრაშუნა ხემსიდან დაწყებული, გამაგრილებელი კომპოტებით დამთავრებული.
„ჩემი მარაგის“ თხილეულის და ჩირეულის ნაკრები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც მარტივი, გემრიელი და პრაქტიკული ხემსი სჭირდება. თხილი, ნუში, ქეშიუ და სხვა სახეობის თხილეული სასარგებლო ცხიმებს შეიცავს და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა, არომატული ჩირი კი ზაფხულის აქტიურ რიტმს კარგად ერგება. ის ბუნებრივი სიტკბოს წყაროა და მსუბუქი ხემსისთვის იდეალური ვარიანტია. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ცხელ დღეებში დაკარგული ენერგიის მარაგი შეივსოს, „ჩემი მარაგი“ მომხმარებელს „ენერგიის მარაგს“ - ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტების ნაკრებს სთავაზობს. ის იმდენად კომპაქტურია, რომ შეგიძლიათ წაიღოთ დასასვენებლად ან უბრალოდ მიირთვათ სამსახურში, ლანჩის დროს.
ცხელი დღეების კიდევ ერთი საყვარელი პროდუქტი კომპოტებია. კარგად გაგრილებული კომპოტი ზაფხულის ოჯახური სუფრისა და ყოველდღიური განტვირთვის შეუცვლელი ატრიბუტია. ის მარტივად ქმნის იმ შინაურ, სეზონურ განწყობას, რომელიც ზაფხულს განსაკუთრებით უხდება.
საზაფხულო შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სეზონისთვის შესაფერისი პროდუქტები განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ.
„ჩემი მარაგის” ხარისხი თითოეული დეტალიდან იწყება. პროდუქცია ხელით ირჩევა. იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი იყოს სანდო, უსაფრთხო და ხარისხიანი, პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწმდება, პროდუქტის შერჩევასთან ერთად ყურადღება ეთმობა შეფუთვას, რომელიც არის ჰერმეტული, პრაქტიკული და კომფორტული ყოველდღიური გამოყენებისთვის.
საზაფხულო შეთავაზებების ნახვა და სასურველი პროდუქციის შერჩევა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი: ვებგვერდით, სოციალური ქსელებითა და სატელეფონო ზარის მეშვეობით. პროცესი მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.
„ჩემი მარაგი“ მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა, მათ შორის, არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, სტუმრიანობისა და ოჯახური შეკრებებისთვის წინასწარი მარაგების მომზადებას ამარტივებს.
R