საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სამშაბათს, 30 ივნისს ათენის ცენტრში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში, სულ მცირე, 4 ადამიანი მოჰყვა
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები არიან მობილიზებულები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მაშველები ნანგრევებზე გადარჩენილთა საშველად.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია პეტრალონას უბანში მდებარე შენობის ჩამონგრევა, რომელშიც შვიდი ბინა იყო განთავსებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიჯნავე შენობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.