ავტორი:

კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი

კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი

კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, მანქანა ბოძს შეეჯახა რომელშიც ახალგაზრდა და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ.

დაშავებულია კიდევ ერთი პირი, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც შაკო კავთიაშვილის მასწავლებელი წერს, მან ბოლო გამოცდა ისტორიაში გუშინ ჩააბარა.

“ჩვენო ოქროს ბიჭო მოსწავლის დაკარგვის ტკივილი, არც ერთმა მასწავლებელმა არ უნდა გამოცადოს... გუშინ, ბოლო გამოცდა ჩააბარა ისტორიაში და გადავიდა მეთორმეტე კლასში...ძალიან მწარე, ტკივილიანი სასწავლო წლის დასასრული...სულის კივილი, ეს გვჭირს ახლა...“ -წერს ნინო ნიპარიშვილი.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელის შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ნათელში იყოს შენი სული, შაკო,“ - წერს საკალათბურთო კლუბი “კასპის გრიფინი.“

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.