ბევრი მშობლისთვის ბავშვისთვის ბოსტნეულის ჭამა ნამდვილი ბრძოლაა. მშობელთა ფორუმები და ჩატები სავსეა კითხვებით: “ნორმალურია, რომ ჩემი შვილი მხოლოდ ერთფეროვან საკვებს ჭამს?“.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ბოსტნეულის ნაკლებობა და არასწორი კვება პირდაპირ აისახება ბავშვის კონცენტრაციაზე, ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
თუმცა, ნეიროფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს ინოვაციური გზები, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის კვებითი ჩვევების შეცვლაში.
წარმოგიდგენთ 6 მარტივ რჩევას, რომელიც მეცნიერულადაა დასაბუთებული:
ექსპერტების თქმით, ბოსტნეულის შეყვარებისთვის საუკეთესო პერიოდი სკოლამდელი ასაკია.
“თუ 5 წლამდე არ გაზრდით ბავშვის კონტაქტს ბოსტნეულთან, შემდეგ ეს ბევრად რთული იქნება“, - აცხადებს პროფესორი მარიონ ჰეთერინგტონი. კვლევების თანახმად, ბავშვს შესაძლოა 5-დან 15-მდე მცდელობა დასჭირდეს, სანამ ახალ საკვებს მიიღებს.
2. შესთავაზეთ ბოსტნეული
პირველ რიგში ნუ ეტყვით ბავშვს, რომ საკვები “ჯანსაღია“, უმჯობესია უთხრათ, რომ ის “გემრიელია“. ბოსტნეული მიეცით კერძის დასაწყისში, როდესაც ბავშვი ყველაზე მეტად მშიერია. ამ დროს მას სხვა, უფრო გემრიელ და კალორიულ საკვებთან კონკურენცია არ მოუწევს.
3. გაზარდეთ ჯანსაღი პროდუქტების წილი
თუ ბავშვი ბოსტნეულს პირდაპირ არ ჭამს, შეგიძლიათ ის სოუსებში “დამალოთ“. მაგალითად, გახეხეთ სტაფილო ან ყაბაყი სოუსში. კვლევებმა აჩვენა, რომ თეფშზე ბოსტნეულის რაოდენობის 50%-ით გაზრდა ავტომატურად ზრდის მისი მოხმარების შანსს.
4. შეცვალეთ ვიზუალური მხარე
ბავშვები იმ საკვებს ირჩევენ, რომელიც თვალისთვის მიმზიდველია. სცადეთ ბოსტნეულისგან საინტერესო ფორმების - პეპლების, ყვავილების ან დათუნიების გამოჭრა. ასევე, დადგენილია, რომ ბავშვები 36%-ით მეტ ბოსტნეულს ჭამენ, როდესაც საკვები თეფშზე სხვადასხვა სექციებადაა დაყოფილი.
5. ერთად სადილი და პირადი მაგალითი
მშობლის მაგალითი გადამწყვეტია - თუ თქვენ არაჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, ბავშვიც იმავეს გააკეთებს. კვირაში მინიმუმ 3-ჯერ ოჯახური სადილი ასოცირდება ჯანსაღ წონასთან და უკეთეს კვებით ჩვევებთან.
6. აქციეთ საკვები თამაშად
ნუ დააძალებთ ჭამას, ეს მხოლოდ უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. მიეცით ბავშვს საშუალება, უბრალოდ ითამაშოს ბოსტნეულით — ხელით შეეხოს, დასუნოს ან დაათვალიეროს. ეს ამცირებს ახალი საკვების მიმართ შიშს. ასევე, ჩართეთ ბავშვები კერძის მომზადების პროცესში, რაც მათ ინტერესს გაუღვიძებს.