როდის არის ხალი საშიში და როგორია მისი მოშორების მარტივი და უსაფრთხო გზები

როდის არის ხალი საშიში და როგორია მისი მოშორების მარტივი და უსაფრთხო გზები

ხალები ადამიანის კანის ბუნებრივი ნაწილია და უმეტეს შემთხვევაში სრულიად უსაფრთხოა. თუმცა, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, ზოგიერთმა ხალმა შესაძლოა სახეცვლილება განიცადოს და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ, მათ შორის მელანომად (კანის კიბოდ) გარდაიქმნას.

არის ხალი საშიში?

საერთაშორისო დერმატოლოგიურ პრაქტიკაში საეჭვო ხალების ამოსაცნობად იყენებენ ე.წ. ABCDE კრიტერიუმებს. თუ თქვენს კანსა თუ ხალზე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთს მაინც შეამჩნევთ, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი:

  • A (Asymmetry) ასიმეტრია - ხალის ერთი ნახევარი ფორმით არ ემთხვევა მეორეს;
  • B (Border) საზღვრები - წარმონაქმნის კიდეები უსწორმასწორო, ბუნდოვანი ან დაკბილულია;
  • C (Color) ფერი - ხალს აქვს არაერთგვაროვანი შეფერილობა (ყავისფრის, შავის, წითლის ან მოლურჯო ელფერების ნარევი);
  • D (Diameter) დიამეტრი - წარმონაქმნის ზომა აღემატება 6 მილიმეტრს (დაახლოებით ფანქრის საშლელის ზომა);
  • E (Evolving) ევოლუცია - ხალი დროთა განმავლობაში იცვლის ზომას, ფორმას, ფერს, იწყებს ქავილს, აქერცვლას ან სისხლდენას.

ხალის მოშორების გამოწვევები

ხალებისა და კანის სხვა წარმონაქმნების პროფილაქტიკური თუ სამკურნალო მოცილება ყოველთვის მარტივი პროცესი არ არის. ექიმები ხშირად სიფრთხილით ეკიდებიან ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევას, რადგან წარმონაქმნის სრულად ამოსაკვეთად მის ირგვლივ ჯანმრთელი ქსოვილის ნაწილის მოცილებაც ხდება საჭირო. ეს პროცესი განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ხალი ან მეჭეჭი სახეზე, თვალებთან ან ცხვირთან ახლოს მდებარეობს, რადგან ნაწიბურის დატოვების რისკი მაღალია. თუმცა არსებობს უსაფრთხო ალტერნატივაც, რომელიც „ქარჩაულის სითხის“ სახელითაა ცნობილი.

სწორედ ქირურგიული ჩარევის სირთულეების დასაძლევად, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ქართველმა ქიმიკოსმა ა. ქარჩაულმა შექმნა ინოვაციური პრეპარატი. ის წლების განმავლობაში ხალებისა და მეჭეჭების მარტივად, უსაფრთხოდ და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მოცილების საშუალებად იყო მიჩნეული და ასეა დღემდე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ეს პრეპარატი 1982 წლიდან გამოიყენება და წარმოადგენს ეფექტიან კონსერვატიულ ალტერნატივას ოპერაციული მეთოდებისთვის.

„ქარჩაულის სითხე“ არაორგანული ნაერთების ორიგინალური ნარევია. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერებებია: რძემჟავა, აზოტმჟავა და სპილენძის მარილები. პრეპარატის ეფექტიანობა დაზიანებულ ქსოვილებზე შერჩევით ზემოქმედებას ეფუძნება (ასეპტიკური ნეკროზი), რაც მიკრობული ინფექციის გარეშე პათოლოგიური უჯრედების შეუქცევად განადგურებას გულისხმობს. უშუალოდ მოქმედების პროცესი ოთხ ეტაპს მოიცავს:

  • დარბილება: რძემჟავა არბილებს კანის გარქოვანებულ, ზედაპირულ ფენას;
  • შეღწევა: მჟავები შეუფერხებლად აღწევს წარმონაქმნის სიღრმეში;
  • დაკავშირება: სპილენძის მარილები მიზნობრივად ურთიერთქმედებს და უკავშირდება პათოლოგიურ უჯრედებს;
  • განადგურება: აზოტმჟავა იწვევს დაზიანებული უჯრედების დაშლასა და საბოლოო განადგურებას (კოაგულაციასა და ნეკროზს).

პრეპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პათოლოგიური უჯრედები მას ბევრად უფრო ინტენსიურად შთანთქავენ, ვიდრე ჯანმრთელი ქსოვილები. შესაბამისად, სითხე მინიმალურად მოქმედებს დაუზიანებელ კანზე.

მისი გამოყენება რეკომენდებულია, სპეციალისტის მეთვალყურეობით, ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა: კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები და წინასიმსივნური დაავადებები, ჩვეულებრივი მეჭეჭები და პაპილომები, სებორეული კერატოზი და კანის რქა, ჰემანგიომები და პოლიპოზური წარმონაქმნები, კელოიდური ნაწიბურები და კანის ზოგიერთი ტროპიკული დაავადება.

გახსოვდეთ, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია წანაზარდის დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, ციტოლოგიური გამოკვლევა. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული :მელანომის ან მასზე ეჭვის არსებობისას, სწრაფად მზარდი, სისხლმდენი ან ფერის შემცვლელი ხალის შემთხვევაში, თვალის ლორწოვანთან ახლოს, ფართო დაზიანებების დროს.

დამატებითი ინფორმაცია:

R