ავტორი:

ოთხი წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს - დედა ეჭვობს, რომ ის ინტერნეტში გაცნობილმა პირმა მოტყუებით წაიყვანა: რა სწერს მედია გახმაურებულ საქმეზე

ოთხი წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს - დედა ეჭვობს, რომ ის ინტერნეტში გაცნობილმა პირმა მოტყუებით წაიყვანა: რა სწერს მედია გახმაურებულ საქმეზე

ვისკონსინის შტატში ოთხი წლის წინ გაუჩინარებული გოგონა ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. 19 წლის ჯონია უოკერის პოვნის შესახებ ინფორმაცია მილუოკის პოლიციამ 25 მაისს დაადასტურა, თუმცა სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, სად იმყოფებოდა ის ამ ხნის განმავლობაში.

ჯონია უოკერი 2021 წელს, 15 წლის ასაკში გაუჩინარდა. მისი დედის, ტანეშა ჰოვარდის თქმით, იმ დილით ქალიშვილი სახლში დატოვა და სამსახურში წავიდა.

  • გამოძიების ფარგლებში ამოღებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ჯონია გაუჩინარების დღეს საცხოვრებელ კომპლექსს დიდი მწვანე ზურგჩანთით ტოვებს. ეს მისი ბოლო ცნობილი კადრები იყო.

დედა თავიდან ფიქრობდა, რომ ქალიშვილი გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით ეჭვი გაუჩნდა, რომ შესაძლოა ის ინტერნეტით გაცნობილმა ადამიანმა მოტყუებით წაიყვანა. მისი თქმით, ჯონიამ საკუთარი ციფრული კვალი წაშალა, რის შემდეგაც მასთან ყოველგვარი კავშირი შეწყდა.

ჯონიას საქმე ვისკონსინში დაკარგული აფროამერიკელი ქალებისა და გოგონების პრობლემაზე ყურადღების გამახვილების ერთ-ერთ სიმბოლოდაც იქცა. შტატის წარმომადგენელი შელია სტაბსი, რომელიც ამ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივას უჭერდა მხარს, წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ სჯეროდა, ჯონია ცოცხალი იყო.

მოზარდის პოვნის შემდეგ სტაბსმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის სიმშვიდე და კონფიდენციალურობის დაცვაა. მისი თქმით, საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ ოჯახი საკუთარ ისტორიას მაშინ გააზიარებს, როდესაც ამისთვის მზად იქნება.

წყარო