ცნობილ ამერიკელ მომღერალს, კრის ბრაუნს, სასამართლომ მისი ყოფილი დამლაგებლისთვის 13 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მიზეზი 2020 წელს მომხდარი შემზარავი შემთხვევაა, როდესაც ქალს მომღერლის კავკასიური ნაგაზი დაესხა თავს.
სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაციით, ნაცვლად იმისა, რომ დაშავებულს დახმარებოდა, კრის ბრაუნი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომღერალმა აღიარა, რომ შოკში იყო და მისი მენეჯერის რჩევით წავიდა, რადგან ეშინოდა, რომ მისი ხმა 911-ის ჩანაწერში “მედია ცირკს“ გამოიწვევდა.
ბრაუნი ამტკიცებდა, რომ ძაღლი დაცვისთვის ჰყავდა და არა როგორც შინაური ცხოველი, და რომ დამლაგებლები გაფრთხილებულები იყვნენ საფრთხის შესახებ. თუმცა, ნაფიცმა მსაჯულებმა მომღერალი დაუდევრობაში დამნაშავედ ცნეს და მარია ავილას 12.9 მილიონი დოლარი, ხოლო მის დას 885,000 დოლარი მიაკუთვნეს.
ამჟამად კრის ბრაუნი აშშ-ში ტურნეში იმყოფება, თუმცა მას ოქტომბერში ბრიტანეთში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელოდება ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმის გამო.