ავტორი:

როგორ მოქმედებს მზის ჩასვლის ყურება ჩვენს ტვინზე, მეხსიერებასა და ძილზე? - მეცნიერებმა შთამბეჭდავი გავლენა აღმოაჩინეს

როგორ მოქმედებს მზის ჩასვლის ყურება ჩვენს ტვინზე, მეხსიერებასა და ძილზე? - მეცნიერებმა შთამბეჭდავი გავლენა აღმოაჩინეს

მზის ჩასვლა ბევრისთვის უბრალოდ ლამაზი სანახაობაა - ცაზე გაშლილი ნარინჯისფერი, ვარდისფერი და ოქროსფერი ფერები, რომლებიც დღის დასასრულს აღნიშნავს. თუმცა მეცნიერები სულ უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა მხოლოდ ესთეტიკა არ არის, მას რეალური გავლენა აქვს ჩვენს ტვინზე, ემოციებსა და ჯანმრთელობაზე.

  • კვლევების მიხედვით, მზის ჩასვლის ყურება ხშირად იწვევს ისეთ ემოციას, რომელსაც “მოწიწება“ ეწოდება. ეს არის განცდა, როცა ვხედავთ რაღაც დიდსა და შთამბეჭდავს და ვგრძნობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური პრობლემები დროებით მეორეხარისხოვანი ხდება. ფსიქოლოგების თქმით, სწორედ ეს განცდა ამცირებს შფოთვას, სტრესს და უარყოფით ფიქრებს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ასეთ მომენტებში ადამიანი უფრო მეტად აწმყოზე კონცენტრირდება. ყურადღება გადადის პირადი პრობლემებიდან გარემოზე, რაც ტვინს ეხმარება “გაწყვიტოს“ ნეგატიური ფიქრების წრე. შედეგად, ადამიანი თავს უფრო მშვიდად და დაბალანსებულად გრძნობს.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მოწიწების განცდა შეიძლება მეხსიერებასა და კრეატიულობასაც კი აუმჯობესებდეს. როდესაც ადამიანი შთამბეჭდავ ბუნებრივ მოვლენას აკვირდება, ის უკეთ იმახსოვრებს დეტალებს და უფრო ყურადღებით აღიქვამს გარემოს.

გარდა ფსიქოლოგიური ეფექტისა, მზის ჩასვლა და ამოსვლა პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ბიოლოგიურ საათს - ცირკადულ რიტმს. ეს არის 24-საათიანი ციკლი, რომელიც განსაზღვრავს, როდის უნდა ვიყოთ ფხიზლად და როდის დასვენებულები.

მეცნიერების თქმით, თანამედროვე ცხოვრების სტილმა, განსაკუთრებით კი ღამით ხელოვნური განათებისა და ეკრანების გამოყენებამ შეიძლება ეს ბუნებრივი ციკლი დაარღვიოს, რაც უარყოფითად აისახება ძილზე და ზოგად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბუნებაში დროის გატარება და მზის ჩასვლის ყურება ადამიანებს უფრო კეთილგანწყობილსაც ხდის.

წყარო