ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი კახა გველესიანი - როგორ იხსენებენ მეგობრები?

გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი კახა გველესიანი - როგორ იხსენებენ მეგობრები?

66 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი კახა გველესიანი.

კახა გველესიანი 1960 წელს, თბილისში დაიბადა. 1984 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

მის სახელს უკავშირდება სასტუმრო "თბილისი მარიოტი", მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი, ასევე "ქორთიარდ მარიოტი" და "მოქსი".

1994 წლიდან ის იყო საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას“ ერთ-ერთი დირექტორი.

1998 წლიდან 2003 წლამდე ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ამასთან, ბიზნესსაქმიანობის მიღმა, კახა გველესიანი ცნობილი იყო, როგორც კულინარიისა და ღვინის ექსპერტი.

  • სოციალურ ქსელში ბიზნესმენს მეგობრები იხსენებენ:

დავით თევზაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"აღარც ვიცი, რა ვთქვა: კახაც ანგელოზთა დასს შეუერთდა.

გაგანათლოს უფალმა. იქ ბევრნი დაგხვდებიან ჩვენები, გულიანები, ლაღები, ვაჟკაცურები...იმათთან ერთად დაგველოდე, აღაც ჩვენ უნდა გალოდინოთ დიდ ხანს...ერთია კია, რომ ენერგია და ოპტიმიზმი, რომელსაც შენ ასხივებდი, აღარ გაგვათბობს მეტად, ვინაიდან სხვას არავის ასეთი სიკეთითა და სიყვარულით სავსე გული აღარ დაგვრჩა".

ვიქტორ ყიფიანი, პარტია "ჯერ საქართველოს დამფუძნებელი":

"დამაკლდები...

დააკლდები ყველას, ვინც გიცნობდა...

დააკლდები ქვეყანას, დღეს და მომავალშიც...

დამაკლდება სითბოთი გაჯერებული შენთან საუბრები..."

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი:

"რატომ მიდიან ზედიზედ სწორედ ის ადამიანები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებდნენ, აკეთებდნენ ჩუმად, უკომპრომისოდ, და მიზანმიმართულად? მადლობა ყველაფრისთვის".

  • ambebi,ge სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს!