"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში“ გადაიყვანეს.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია "დროას“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.
კლინიკა "ვივამედში“ ხოშტარია დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის, შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია უკვე 10 თვეა პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნების“ თბილისის მერობის იმდროინდელი [მოქმედი] კანდიდატის, კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო.
24 მარტს ოპოზიციური პარტია "დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.