ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოში ოფიციალური მიღება მიმდინარეობს. საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საელჩოს ეზოში ვერტმფრენი, სამხედრო ტექნიკა და ამერიკული მანქანები გამოიფინა.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის, ოპოზიციის, თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები მივიდნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, "ფედერალისტების" ლიდერები გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები.
ნახეთ ფოტოები:

















