საქართველო სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.
"საქართველო შეუძლებელს ხდის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზნისკენ პროგრესს - სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას. აფხაზური მხარე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოგვარების გარდა სხვას ალტერნატივას არ უშვებს. ეს მიდგომა სრულიად გამართლებულია და ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და არსებულ რეალობას ეფუძნება.
მისი თქმით, „საქართველოს პოზიცია ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური და ისტორიულ-სამართლებრივი რეალობიდან გადახვევით და ქართული მხარე აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ის ამით შეუძლებელს ხდის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ შემდგომ პროგრესს“.
"ჩვენ აღნიშნულ საკითხს აბსოლუტურად არგუმენტირებულად ვაყენებთ: აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ორი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებიც საქართველოს მეზობლები არიან. ამ რეალობის გათვალისწინება ყველას მოუწევს. ზუსტად ეს პოზიცია აქვს რუსეთსაც“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იხილეთ ასევე: