საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთს მაიკლ ოლისე იმსახურებს. ამის შესახებ მან გამოცემა Bils-თან ისაუბრა.
ყველა დანარჩენზე ბევრად წინ დგას. თუ წლის ბოლოს "ოქროს ბურთს“ არ მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთში რაღაც სერიოზულად არასწორად ხდება. და იცით, მასში ყველაზე მეტად რა მომწონს?
ოლისეს საერთოდ არ ადარდებს თავად გაიტანს გოლს, საგოლე გადაცემას გააკეთებს თუ არა. აშკარად ჩანს, რომ ის არ ფიქრობს საკუთარ სტატისტიკაზე ან პირად წარმატებაზე - ყოველთვის იმას უყურებს, რა იქნება გუნდისთვის უკეთესი.
არაფერი მაქვს რონალდუსა და მესის საწინააღმდეგო, ისინი მართლაც დიდებული ფეხბურთელები არიან. უბრალოდ, ოლისე ნამდვილი გუნდური მოთამაშეა და არა ინდივიდუალისტი. ჩვენი ბავშვებისთვის, ბოლოს და ბოლოს, შესანიშნავი მისაბაძი მაგალითი გამოჩნდა.
საფრანგეთში ყველა გულშემატკივარი, მნიშვნელობა არ აქვს ხუთი წლისაა თუ ასის, მთელი გულით ოლიsეს მხარეს დგას. ჩვენც, ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები, მასთან ასპროცენტიან იდენტიფიკაციას ვახდენთ. ის ჩვენთვის უპირობო ნომერი პირველია", - ამბობს ვილი სანიოლი.