ავტორი:

ექსტრემალი რუსი წყვილი ნიუ იორკში, "ემფაიერ სთეით ბილდინგის" უმაღლეს წერტილას ავიდა და ნიშნობა მოაწყო - პოლიციამ შეყვარებულები დააკავა

ექსტრემალი რუსი წყვილი ნიუ იორკში, "ემფაიერ სთეით ბილდინგის" უმაღლეს წერტილას ავიდა და ნიშნობა მოაწყო - პოლიციამ შეყვარებულები დააკავა

ნიუ-იორკში ექსტრემალური თავგადასავალი დაკავებით დასრულდა.

რუსული წარმოშობის წყვილი - 33 წლის ანგელა ნიკოლაუ და 32 წლის ივან კუზნეცოვი, უკანონოდ ავიდნენ ემფაიერ სთეით ბილდინგზე.

  • წყვილმა შენობის 443-მეტრიან (1 454 ფუტი) ანტენაზე დაახლოებით 30 წუთი გაატარა. მათ ასევე გაშალეს ბანერი წარწერით: "როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს ამარცხებს, მსოფლიო მშვიდობას იცნობს.“ ამის შემდეგ შენობის ტურისტულ მოედანზე დაბრუნდნენ და ნიშნობის ცერემონია გამართეს.

მიწაზე ჩასვლისთანავე ორივე მათგანი პოლიციამ დააკავა.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა გამოაქვეყნა და ოფიცრებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სწორედ მათი სწრაფი რეაგირების შედეგად დასრულდა ოპერაცია უსაფრთხოდ.

ანგელა ნიკოლაუ და ივან კუზნეცოვი წარმოშობით მოსკოვიდან არიან, თუმცა ამჟამად ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ ორენჯში ცხოვრობენ. ისინი ექსტრემალური "ურბან-ქლაიმბინგით“ არიან ცნობილი - ეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობებისა და კონსტრუქციების დაპყრობას გულისხმობს.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ შეძლეს მათ ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართულზე მოხვედრა და ანტენამდე ასვლა.

წყარო