ესპანელი მხატვრის, ხოაკინ სოროლას დაკარგული ტილო დაკარგვიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად იპოვეს - 57 წლის ანდრეს ჰურტადო გასულ შაბათს სევილიაში იმყოფებოდა, როდესაც ქუჩაში კედელთან მიყრდნობილ ნახატს წააწყდა. მისი თქმით, იფიქრა, რომ ნახატი ვიღაცამ გადააგდო, მას ჩარჩო მოეწონა და ამის გამო ნახატის სახლში წაღება გადაწყვიტა.
ამავე პერიოდში სევილიაში მცხოვრები ოჯახი სოციალურ ქსელებსა და ქალაქში გამოკრულ განცხადებებში დაკარგულ ნახატს ეძებდა.
მათი თქმით, ნამუშევარი, რომელსაც ოჯახისთვის დიდი სენტიმენტალური ღირებულება ჰქონდა, შემთხვევით დატოვეს კედელთან, როდესაც მანქანის საბარგულში ჩადებას აპირებდნენ.
პოლიციამ ნამუშევარი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა. ოჯახმა კი ჰურტადოს მადლობა გადაუხადა და მცირე საჩუქარსაც დაჰპირდა.