უკრაინამ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დარტყმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქარხანა ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს და საპოხ მასალას აწარმოებს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მოიხმარს.