ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი დეველოპერებს?

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი დეველოპერებს?

მედიცინა, ფინანსები, ხელოვნება, ლოჯისტიკა - პრაქტიკულად აღარ არსებობს სფერო, სადაც AI-მ თავისი სიტყვა არ თქვა. ამ გლობალური ტრანსფორმაციის ფონზე კი, ბუნებრივად დადგა მთავარი კითხვა: ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს?

ეს კითხვა განსაკუთრებული სიმწვავით ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, კერძოდ კი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს შორის გაჩნდა.

მას შემდეგ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა მოდელებმა პროგრამული კოდის წერა, ალგორითმების ოპტიმიზაცია და ბაგების აღმოჩენა ისწავლეს, ბევრმა პროგრამისტის პროფესიის დასასრული იწინასწარმეტყველა. ერთი შეხედვით, თუ სისტემას შეუძლია დაწეროს ვებგვერდის ან აპლიკაციის კოდი ადამიანის ჩარევის გარეშე, რაღაში გვჭირდება დეველოპერი?

თუმცა, პრობლემის სიღრმისეული ანალიზი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს.

რეალობა ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს ჩაანაცვლებს მაღალკვალიფიციურ ადამიანებს. AI არის მძლავრი ინსტრუმენტი და არა დამოუკიდებელი შემოქმედი. მას არ გააჩნია კონტექსტის სიღრმისეული აღქმა, კრიტიკული აზროვნება, ბიზნეს-ლოგიკის სტრატეგიული გაგება და მომხმარებლის ემპათია. ეს იმ თვისებების ჩამონათვალია, რომლებიც ნამდვილ პროფესიონალს გამოარჩევს.

სწორედ ამიტომ, ახალ რეალობაში AI კი არ ჩაანაცვლებს დეველოპერს, არამედ დეველოპერს ჩაანაცვლებს სხვა დეველოპერი, რომელიც უკეთ იყენებს AI-ს.

შესაბამისად, უპირატესობა ენიჭებათ იმ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ:

  • თანამედროვე განათლება - ტექნოლოგიები ხომ მუდმივად ვითარდება, ამიტომ ცოდნა უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ძირითად საბაზისო ნაწილს, არამედ ინდუსტრიის უახლეს განვითარებას;
  • ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის უნარი - იციან, როგორ აქციონ AI საკუთარ ასისტენტად, დაზოგონ დრო რუტინულ საქმეზე და ფოკუსირდნენ შემოქმედებით, რთულ ამოცანებზე;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა - მუდმივად მიყვებიან ტექნოლოგიურ ტრენდებს.

იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ტექნოლოგიური პროცესების მმართველი და არა უბრალო შემსრულებელი, რომელსაც ალგორითმი მარტივად ჩაანაცვლებს, ფუნდამენტური და თანამედროვე აკადემიური ბაზაა საჭირო.

BTU-ს საგანმანათლებლო მოდელი ზუსტად ამ მოთხოვნებს პასუხობს და სტუდენტებს წარმატებული კარიერისთვის ამზადებს. უნივერსიტეტის IT პროგრამა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკაზე ორიენტირებულია. სტუდენტები პირველივე სემესტრიდან სწავლობენ ისეთ ძირითად და მნიშვნელოვან საგნებს, როგორიცაა: პროგრამირების საწყისები (Python), კომპიუტერული ქსელები, კომპიუტერის სისტემური პროგრამები, ოპერაციული სისტემა და სხვა. აღნიშნული საგნები სტუდენტებს აძლევს შესაბამის ცოდნასა და პირველივე კურსიდან დასაქმების შესაძლებლობას.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ და სიღრმისეულად შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც, რის შედეგადაც ისინი მზად იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ჩვენს რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

BTU-ს ჰყავს 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანია, რომლებიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებაში აქტიურად არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ BTU-ში საინფორმაციო ტექნოლოგიები ისწავლება საერთაშორისო სტანდარტებით. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი აკადემიური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, მათ შორის, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე და სხვა.

გარდა ამისა, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა „ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.

გახსოვდეთ, ტექნოლოგიური განვითარება გარდაუვალია. მთავარია, იყოთ ამ პროცესის მონაწილეები და აირჩიოთ განათლება, რომელიც ყოველთვის ერთ ნაბიჯით წინ გაყენებთ.

R