საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საგამოცდო პროცესი 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
edu.aris.ge თელავის საგამოცდო ცენტრიდან ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც საგამოცდო ცენტრიდან გამოსული 30 წლის მონაზონი ლეონიდე, ერისკაცობაში ლილე ფირცხელანი ჩანს. ავრცელებს, რომელიც დღეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს
"მე ვაბარებ გალობის უნივერსიტეტში, რომელიც გიორგი მთაწმინდელის სახელობის გახლავთ და ამიტომ გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მონასტერში ცხოვრებიდან გამომდინარე, სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი შეხება არ მქონია საგანმანათლებლო სისტემასთან. დიდ ქულაზე ამბიცია არ მაქვს, ვიცი, რომ ჩემი ქართულის ცოდნით ბარიერს გადავლახავ.
საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები, თემის წერა ვერ დავამთავრე, რადგან დროში ვერ ვეტეოდი. დინჯი ადამიანი ვარ და დიდი ხანი ვუნდები ხოლმე ყველაფერს. რაც ვიცოდი რომ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი გავაკეთე", - ამბობს ის გამოცემასთან.