კონდიციონერის შერჩევისას, როგორც წესი, ერთი მუდმივი კითხვა წამოიჭრება: სტანდარტული კონდიციონერი ავირჩიო თუ ინვერტორული კონდიციონერი? ერთი შეხედვით, ორივე მოწყობილობა ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს - ზაფხულში აგრილებს, ზამთარში კი, თუ საჭიროა, ათბობს სივრცეს. თუმცა, ამ ორი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი, ენერგომოხმარება, კომფორტის დონე და ხარჯები როგორც მოკლე, ასევე გრძელ ვადაში, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
შესაბამისად, თუ სწორედ ახლა გეგმავთ ახალი კონდიციონერის შეძენას თქვენი ბინისთვის, კერძო სახლისთვის, ოფისის ან კომერციული სივრცისთვის, მაშინ ეს სტატია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
სტანდარტული კონდიციონერი მუშაობს მარტივი პრინციპით: მოწყობილობა ირთვება სრული სიმძლავრით, მითითებულ ტემპერატურამდე აგრილებს ან ათბობს ოთახს და შემდეგ ითიშება. როდესაც ოთახში ტემპერატურა ისევ იცვლება, კონდიციონერი თავიდან ირთვება და კვლავ სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას.
ამ რეჟიმს ხშირად „ჩართვა-გამორთვის" პრინციპსაც უწოდებენ. სწორედ ამიტომ, სტანდარტულ კონდიციონერს ახასიათებს ტემპერატურის შედარებით მკვეთრი ცვლილება - ოთახი ხან საგრძნობლად გრილდება, ხან კი ტემპერატურა ისევ იმატებს, სანამ მოწყობილობა ხელახლა ჩაირთვება.
სტანდარტული კონდიციონერის მთავარი უპირატესობა, როგორც წესი, შედარებით დაბალი საწყისი ფასია. თუ კონდიციონერს იშვიათად იყენებთ, მაგალითად მხოლოდ ზაფხულის რამდენიმე ცხელ დღეს, მაშინ ასეთი მოდელი თქვენთვის სრულიად საკმარისია.
სტანდარტულ კონდიციონერებში, პოპულარული, თანამედროვე და პრაქტიკული მოდელია CHiQ - CSH კონდიციონერი. CHiQ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერია კომპაიაა ჭკვიანი მოწყობილობების სფეროში. აღნიშნული კონდიციონერის დახმარებით, შეგიძლიათ სახლის ტემპერატურა დისტანციურად, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან მართოთ, რისთვისაც მხოლოდ WI-Fi მოდემის დამატება დაგჭირდებათ. CSH მოდელი აღჭურვილია იონიზაციის ფილტრით, რაც ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს და შედეგად, სუფთა და უსაფრთხო ჰაერს იღებთ. რაც მთავარია, მას ასევე აქვს თვითწმენდის ფუნქცია, რისი წყალობითაც მაქსიმალური ეფექტიანობით ახერხებს მუშაობას.
ინვერტორული კონდიციონერი თანამედროვე ტექნოლოგიაზე დაყრდნობით მუშაობს. სტანდარტულთან შედარებით, მისი მთავარი განმასხვავებელი ის არის, რომ კომპრესორი მუდმივ ჩართვა-გამორთვის რეჟიმში არ არის და ოთახის საჭიროების მიხედვით, მოწყობილობა თავად არეგულირებს მუშაობის სიმძლავრეს.
მაგალითად, როცა ოთახში ტემპერატურა სასურველ ნიშნულს მიაღწევს, ინვერტორული კონდიციონერი სრულად არ ითიშება, არამედ ამცირებს სიმძლავრეს და დაბალ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ტემპერატურა სტაბილურად შენარჩუნდეს.
ეს ნიშნავს, რომ ინვერტორული მოდელი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რაც მთავარია, უფრო ჩუმად მუშაობს და ტემპერატურაც სასიამოვნო ნიშნულს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ ინვერტორული კონდიციონერები განსაკუთრებით კარგი არჩევანია იმ ადამიანებისთვის, ვინც კონდიციონერს ხშირად იყენებს. სრული ასორტიმენტი იხილეთ: კონდიციონერები ცელსიუსში.
სტანდარტულ და ინვერტორულ კონდიციონერებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ენერგომოხმარებაა. სტანდარტული მოდელი ყოველი ჩართვისას სრული სიმძლავრით იწყებს მუშაობას, რაც ელექტროენერგიის ხარჯს ზრდის. ინვერტორული მოდელი კი სიმძლავრეს თანდათან არეგულირებს და არ საჭიროებს ხშირ, ენერგოინტენსიურ ჩართვა-გამორთვას.
ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში ინვერტორული კონდიციონერი უფრო ეკონომიური არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ მისი საწყისი ფასი ხშირად სტანდარტულ მოდელზე მაღალია, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, განსხვავება ელექტროენერგიის გადასახადების დაზოგვის კუთხით, დროთა განმავლობაში შესამჩნევი ხდება. საშუალო სტატისტიკით, ინვერტორული ძრავა 30-დან 35%-მდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს სტანდარტულ მოდელთან შედარებით, რაც აქტიური სეზონის განმავლობაში საკმაოდ ხელშესახებ სხვაობას იძლევა.
კონდიციონერის არჩევისას, ენერგოეფექტურობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად კომფორტულად ინარჩუნებს მოწყობილობა ტემპერატურას.
სტანდარტული კონდიციონერი ოთახში ტემპერატურას პერიოდულად ცვლის: ჯერ სწრაფად აგრილებს, შემდეგ ითიშება, შემდეგ კი ტემპერატურის მატებისას ხელახლა ირთვება. ამის გამო, ზოგჯერ ტემპერატურის მერყეობაც იგრძნობა.
ინვერტორული კონდიციონერი კი ტემპერატურას უფრო რბილად და სტაბილურად აკონტროლებს. ის არ ქმნის მკვეთრ ცვლილებებს და მომხმარებელს უფრო ბუნებრივ კომფორტს სთავაზობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საძინებელში, ბავშვების ოთახში ან სამუშაო სივრცეში, სადაც მუდმივი და მშვიდი გარემო საჭიროა.
როგორც წესი, ინვერტორული კონდიციონერი უფრო ჩუმია, რადგან მას არ სჭირდება კომპრესორის სრული დატვირთვით ხშირი ჩართვა და გამორთვა. დაბალ სიმძლავრეზე მუშაობისას, მოწყობილობა ნაკლებ ხმაურს გამოსცემს და ყოველდღიური გამოყენებისთვის უფრო კომფორტულია.
სტანდარტული კონდიციონერის შემთხვევაში კი, მუშაობის ციკლები უფრო შესამჩნევია. ყოველი ჩართვისას მოწყობილობა სრული სიმძლავრით იწყებს მუშაობას, რაც ხმაურის დონესაც ზრდის.
შესაბამისად, თუ კონდიციონერის დამონტაჟებას საძინებელში ან სამუშაო ოთახში გეგმავთ, ინვერტორული მოდელი ამ მხრივაც უკეთესი არჩევანია.
თანამედროვე კონდიციონერები მხოლოდ გაგრილებისთვის აღარ გამოიყენება. ბევრი მომხმარებელი, გარდამავალ სეზონზე გათბობისთვისაც იყენებს, მაგალითად, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, როცა ცენტრალური გათბობის გამოყენება არ სურთ.
ინვერტორული კონდიციონერი გათბობის რეჟიმშიც უფრო ეფექტურად მუშაობს, რადგან სიმძლავრის რეგულირების კუთხით ბევრად მოქნილია. ის სწრაფად აღწევს სასურველ ტემპერატურას და შემდეგ, დაბალი სიმძლავრის რეჟიმში ინარჩუნებს მას.
გათბობის მიზნით, სტანდარტული კონდიციონერიც გამოიყენება, თუმცა ხშირი ჩართვა-გამორთვის გამო მისი ენერგომოხმარება უფრო მაღალია და ტემპერატურის სტაბილურობაც ნაკლებად კომფორტული.
ერთი შეხედვით, თუ საწყის ფასს გავითვალისწინებთ, სტანდარტული კონდიციონერი, როგორც წესი, უფრო ხელმისაწვდომია. ამიტომ, თუ ბიუჯეტი შეზღუდულია და კონდიციონერი იშვიათად გჭირდებათ, მაშინ სტანდარტული მოდელი მართლაც მისაღები არჩევანია.
თუმცა, თუ მოწყობილობის ყოველდღიურ ან ხშირ გამოყენებას გეგმავთ, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმი მხოლოდ საწყისი ფასი ნამდვილად არ უნდა იყოს. პრაქტიკული გათვლებით, ის ფასთასხვაობა, რასაც ინვერტორული მოდელის შეძენისას თავდაპირველად ვიხდით, ელექტროენერგიის ეკონომიის ხარჯზე საშუალოდ 1.5-დან 2 წლამდე პერიოდში სრულად გვიბრუნდება უკან. ხოლო გრძელვადიან, მაგალითად 10-წლიან ჭრილში თუ შევხედავთ (რაც კონდიციონერის მოხმარების სტანდარტული პერიოდია), ინვერტორული ტექნოლოგია ასეულობით ლარის სუფთა დანაზოგს ტოვებს მომხმარებლის ჯიბეში. ჯამურად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ინვერტორული კონდიციონერი ხშირად უფრო მომგებიანი არჩევანია. მისი შეძენისას მომხმარებელი ოდნავ მეტ საწყის თანხას იხდის, თუმცა იღებს უფრო ეკონომიურ, ჩუმ და კომფორტულ ტექნოლოგიას.
ხოლო, თუ კონდიციონერი იშვიათი გამოყენებისთვის გჭირდებათ, მაგალითად მხოლოდ მცირე სეზონური დატვირთვით, სტანდარტული მოდელი შეიძლება საკმარისი იყოს. ის შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი გადაწყვეტაა.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტანდარტულ და ინვერტორულ კონდიციონერებს შორის არჩევანი დამოკიდებულია თქვენს საჭიროებაზე, ბიუჯეტსა და გამოყენების სიხშირეზე. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სტანდარტული კონდიციონერი მისასალმებელი ვარიანტია, როდესაც მას იშვიათად იყენებთ, თუმცა თანამედროვე, ეკონომიური და კომფორტული გადაწყვეტის ძიებისას, აშკარა უპირატესობას ინვერტორულ ტექნოლოგია ფლობს. ორივე ტიპის კონდიციონერები ცელსიუსში იხილეთ სრული კატალოგი და აირჩიეთ თქვენს სახლზე მორგებული მოდელი.
R