ავტორი:

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე მოქალაქე დააყაჩაღეს - დაკავებულია ერთი პირი: რა ხდება ცნობილი

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე მოქალაქე დააყაჩაღეს - დაკავებულია ერთი პირი: რა ხდება ცნობილი

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა.

სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.