თბილისში, საბურთალოზე გზის სავალი ნაწილი ჩავარდა.
ინფორმაციასა და ფოტოს სოციალურ ქსელში დოდი ხარხელი ავრცელებს.
:"ბახტრიონზე ავტობუსის ქვეშ გზა ჩავარდა", - წერს ხარხელი. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე ვრცელდება კადრები ადგილიდან, სადაც ჩანს, რომ ასფალტის საფარი ავტობუსის ქვეშ არის ჩავარდნილი.