ავტორი:

“პუტინი ომს აგებს, ცხადია, უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს გააძლიერებს, გვჭირდება რაკეტები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“პუტინი ომს აგებს, ცხადია, უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს გააძლიერებს, გვჭირდება რაკეტები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“პუტინი ომს აგებს, ცხადია, რომ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს მხოლოდ გააძლიერებს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის დარნიცკის უბანში რუსული დარტყმის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

  • “პუტინი ომს აგებს, მას პრობლემები აქვს - ფრონტზე და ეკონომიკაში. ცხადია, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს მხოლოდ გააძლიერებს, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ყოველი რუსული დარტყმით ამ რაკეტების რაოდენობა იზრდება.

“შესაბამისი თავდაცვის პაკეტი გვჭირდება. გვჭირდება ეს რაკეტები. მაქსიმალურ ზეწოლას ვახდენთ, ვთანხმდებით,” - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულ დარტყმაზე პასუხზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ჩვენ სამართლიან მშვიდობას, ომის სამართლიან დასრულებას ვუჭერთ მხარს. ჯერჯერობით ის არ არის, ამიტომ სამართლიან პასუხებს ვუჭერთ მხარს”, - განაცხადა ზელენსკიმ.