ავტორი:

გლოვა კიევში: რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა - რა დეტალებია ცნობილი

გლოვა კიევში: რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა - რა დეტალებია ცნობილი

კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან სამი ცხედარი ამოიყვანეს, რითაც თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გუშინ განაცხადა, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კლიჩკოს თქმით, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. ქალაქის ხელისუფლება რეკომენდაციას იძლევა, სახელმწიფო დროშები დაუშვან როგორც საჯარო, ასევე კერძო შენობებზე. დღეს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება აკრძალულია.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 ივლისის ღამეს კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს.