ავტორი:

რუსული მედიის ინფორმაციით, კონსტანტინე მელაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - "ეს კითხვებს აჩენს"

რუსული მედიის ინფორმაციით, კონსტანტინე მელაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - "ეს კითხვებს აჩენს"

ცნობილმა მუსიკალურმა პროდიუსერმა და კომპოზიტორმა, კონსტანტინე მელაძემ, ფარულად მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ეს მისი მეორე პასპორტია უკრაინულის შემდეგ, თუმცა ამ დოკუმენტის სამართლებრივი სტატუსი კითხვებს აჩენს - წერს რუსული მედია.

მოქალაქეობის შეცვლა და სამართლებრივი დეტალები

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ქვეყნის პრეზიდენტის პირადი თანხმობა. ვინაიდან პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისგან ოფიციალური საგამონაკლისო ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მედიაში ვარაუდობენ, რომ მელაძემ საქართველოს პასპორტის მისაღებად უკრაინის მოქალაქეობაზე ნებაყოფლობით თქვა უარი. კომპოზიტორი ამჟამად იტალიაში ცხოვრობს და საკუთარ სტატუსზე საჯარო კომენტარებს არ აკეთებს.

მანამდე, 2024 წელს, პროდიუსერმა უკვე განაახლა უკრაინული პასპორტი, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა:

ახალი ნიმუშის ID-ბარათიდან გაქრა მისი მამის სახელი - შოთა. უკრაინის ხელისუფლებამ მამის სახელის ოფიციალურ დოკუმენტებში მითითება "საბჭოთა გადმონაშთად“ მიიჩნია და ის საერთოდ ამოიღო.

ფინანსური სკანდალი რუსეთში

მიუხედავად იმისა, რომ მელაძე ევროპაში იმყოფება, მისი ბიზნესი რუსეთში კვლავ დიდ მოგებას ნახულობს. კონსტანტინე მელაძის მუსიკალურმა ლეიბლმა რუსეთში მხოლოდ ერთ წელში 100 მილიონ რუბლზე მეტი გამოიმუშავა. რუსეთში გაჟღერდა ინიციატივა, რომ ძმებ კონსტანტინე და ვალერი მელაძეების შემოსავლები დაიბლოკოს და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის საჭიროებებს მოხმარდეს, რისი მიზეზიც მათი პროუკრაინული პოზიცია და უკრაინის დამხმარე ორგანიზაციებთან სავარაუდო თანამშრომლობაა.