აშშ ირანის ხელისუფლებას ფარულად აფრთხილებდა, რომ ისრაელს შესაძლოა, თეირანის მთავარი მომლაპარაკებლების ლიკვიდაცია ეცადა.


ამერიკელები თვლიდნენ, რომ აპრილში სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა მოლაპარაკებებს დაასრულებდა და კონფლიქტს ხელახლა გაამწვავებდა.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონმა შეიტყო, რომ ღალიბაფი, სულ მცირე, ისრაელის სამიზნეების სიაში იყო შეყვანილი.
The New York Times-ის ინფორმაციით, აპრილში მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი პაკისტანში იმყოფებოდა, ხოლო მისი თეირანში დაბრუნებისას, უსაფრთხოების სამსახურებმა ეკიპაჟს აცნობეს, რომ ისრაელი შესაძლოა, თვითმფრინავზე თავდასხმას გეგმავდა. გამოცემა წერს, რომ ამ ინფორმაციის ფონზე ირანის საჰაერო სივრცესთან ისრაელის ორი გამანადგურებელი გამოჩნდა.

გამოცემის ცნობით, ირანი ვაშინგტონისგან დამატებით უსაფრთხოების გარანტიებსაც ითხოვდა, რათა მისი წარმომადგენლების საერთაშორისო ვიზიტები საფრთხის ქვეშ არ აღმოჩენილიყო.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წარმომადგენლებმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.