ავტორი:

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება, 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება, 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

პირველი უცხო ენის, ინგლისური ენის სწავლება სკოლებში 1-ელი კლასიდან აღარ დაიწყება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში.

“ინგლისური არ დაიწყება პირველი კლასიდან, მაგრამ ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში, სადაც გაიზარდა ინგლისური ენის საათი”, - განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში.

ქართულენოვან სკოლებში, ინგლისური ენის სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება.