უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკისა და გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომებზე წარმატებული დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ კვირაში ეს საკის აეროდრომზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული მეორე დარტყმაა.
„სამხედრო აეროდრომები „საკი“ და „გვარდიისკე“ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი საჰაერო ბაზებია. სწორედ იქიდან ფრინდებიან რეგულარულად ტაქტიკური თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და ბომბდამშენ დარტყმებს ახორციელებენ და სამხრეთის მიმართულებით რუსული დაჯგუფების მოქმედებებს უზრუნველყოფენ“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.