ავტორი:

BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ

BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ

სადაზღვევო კომპანია BENEFITS-მა და MedVeritas Global-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პარტნიორობის მიზანია BENEFITS-ის დაზღვეულებისთვის ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების შეფასებებსა და რეკომენდაციებზე წვდომის გამარტივება.

MedVeritas Global წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, რომელიც პაციენტებს ამერიკელ სამედიცინო ექსპერტებთან აკავშირებს. სერვისი განკუთვნილია როგორც იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ აქვთ დადგენილი და პროფესიული შეფასება სჭირდებათ, ისე მათთვის, ვისაც უკვე დადგენილ დიაგნოზსა და მკურნალობის გეგმაზე მეორე სამედიცინო აზრის მიღება სურს.

თანამშრომლობის ფარგლებში, BENEFITS-ის დაზღვეულები MedVeritas Global-ის სერვისებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზღვეულებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე და ინოვაციურ სამედიცინო სერვისებზე წვდომა. სწორედ ამიტომ, მათ ვთავაზობთ ისარგებლონ სპეციალური პირობებით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, ამერიკის წამყვანი ექიმებისგან.” - აცხადებს BENEFITS-ის სამედიცინო დირექტორი ნინო ნოღაიდელი.

MedVeritas Global-ის მეშვეობით პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობს, რაც დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ აშშ-ის სამედიცინო ექსპერტების მომსახურება. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩატარებული კვლევების შესწავლის შემდეგ ინიშნება ონლაინ კონსულტაცია შესაბამის სამედიცინო ექსპერტთან. კონსულტაციის საფუძველზე ექსპერტი ამზადებს პროფესიულ შეფასებასა და შესაბამის რეკომენდაციებს, რაც პაციენტს მკურნალობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში ეხმარება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ სადაზღვევო კომპანიასთან, როგორიცაა BENEFITS-ი, რომელიც მუდმივად ზრუნავს დაზღვეულებისთვის თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.” - აცხადებს თამარ ჭელიძე MedVeritas Global-ის აღმასრულებელი დირექტორი.

BENEFITS-ი განაგრძობს დაზღვეულებისთვის ინოვაციური სერვისებისა და სპეციალური პირობების შეთავაზებას, რომლებიც მათ ჯანმრთელობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

R