თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე, რომელსაც 65 წლის თამილა (მიმი) კაზალიკაშვილი ემსხვერპლა, დაკავებული მძღოლის ადვოკატი საუბრობს. შეგახსენებთ, ქალი ცოტნე დადიანის ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც მას მანქანა დაეჯახა, რომელსაც ქალი მართავდა.
ის, რომ საზარელი ავარიის საქმეზე რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, "ტვ პირველთან" ადასტურებს მისი ადვოკატი.
იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ქმართან ერთად გადმოვიდა.
"პირველების" ინფორმაციით, ავტომობილს მძღოლი რუსეთში გაცემული მართვის მოწმობით მართავდა. ის ახლა დაკავებულია და 24 ივნისს პატიმრობაც შეეფარდა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული ქალს განზრახ არ დაჯახებია და არც ადგილიდან მიმალულა. "ეს იყო ტექნიკური შეცდომა... ხანდახან ხდება ხოლმე", - ამბობს უფლებადამცველი.
"მეც ვნახე სოციალურ ქსელში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეა, მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან. აქ ცხოვრობენ და აქ მოღვაწეობენ. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. სპეციალურად რომ მოეკლა მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამორიცხულია აბსოლუტურად სხვა განზრახვა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანაქანის ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი. არსად გაქცეულა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც გარბიან და ტოვებენ. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოკელდ დაკავდა", - აცხადებს ადვოკატი "ტვ პირველთან".
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე 21 ივნისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: